იენს სტოლტენბერგმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა.
დღესვე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივანი თავდაცვის მინისტრს შეხვდა, შემდგომ კი კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები