ლუიზიანას შტატის მაღაზიაში ორი ადამიანი მოკლეს

აშშ-ს ლუიზიანას შტატში სროლის შედეგად ორი ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ იუწყება. ინციდენტი ქალაქ სანსეტში მოხდა.
პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაღუპულია პოლიციელი, რომელიც გამოძახებაზე მივიდა, ასევე ქალი, რომელმაც ცივი იარაღით ჭრილობები მიიღო. დაჭრილია კიდევ ორი პიროვნება.
სამართლდამცველების ცნობით, მათთვის ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია, ეს, სავარაუდოდ, 35 წლის ჰარისონ ლი უილია, რომელიც ადრე უკვე ნასამართლევი იყო. ამჟამად ეჭვმიტანილის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები