ირაკლი ღარიბაშვილი აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ აბიტურიენტებს, რომლებიც უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ, სტუდენტობას ულოცავს.
პრემიერის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ახალგზარდებს კარგი განათლების მიღების საშუალება ჰქონდეთ.
“გულითადად ვულოცავ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ჩვენს ახალგაზრდებს. მათ ცხოვრებაში ახალი, ძიებით აღსავსე წლები იწყება. მისასალმებელია, რომ წელს ჩარიცხულ 28 000-ზე მეტ სტუდენტს შორის 10 000-მდე ახალგაზრდა ისწავლის სახელმწიფო დაფინანასებით. ჩვენ ძალ-ღონე არ დავიშურეთ იმისათვის, რომ ხელი შეგვეწყო ახალგაზრდებისთვის, გვერდში დავდგომოდით მათ ოჯახებს. სასიხარულოა, რომ მათ ასე გაამართლეს იმედი. კიდევ ერთხელ ვულოცავ წარმატებას ყველა პირველკურსელს, მათ ოჯახებს, პედაგოგებს. ძვირფასო ახალგაზრდებო, მინდა იცოდეთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ საუკეთესო საშუალება ხარისხიანი განათლების მისაღებად, ჩვენ ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზებაში. გილოცავთ!”, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები