თინა ხიდაშელი: იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ნიშანია ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ხარისხისა

ნატოს გენერალური მდივანი ყველაგან არ დადის და მისი საქართველოში ჩამოსვლა ბევრი რამის ნიშანია, – ასე აფასებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელის ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტს.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, სტოლტენბერგის ვიზიტი, მით უფრო, იმ გამოწვევების დროს, რის წინაშეც საქართველოს დღეს დგას, მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, ვიზიტს საქართველოს მხარდასაჭერი მნიშვნელობა აქვს. “ჩვენ ნატოს გენერალურ მდივანს ვმასპინძლობთ. ეს ბევრი რამის ნიშანია. ეს ნიშანია იმ თანამშრომლობის ხარისხის, რომელიც საქართველოსა და ნატოს შორის არსებობს. გენერალური მდივანი არ დადის ყველა სახელმწიფოში. ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ხაზგასმაა დღევანდელ გართულებულ ვითარებასა და გაზრდილი გამოწვევების პირობებში, როცა ნატოს გენერალური მდივანი ჩამოდის თანადგომისა და მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები