რუსეთში სამხედრომ ორი ჯარისკაცი და ოფიცერი მოკლა

რუსეთში, კოსტრომის ოლქში სამხედრო მოსამსახურემ ოფიცერი და ორი ჯარისკაცი მოკლა, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. წინასწარი ვერსიით, ამ ადამიანს „პირადი მოტივები“ ამოძრავებდა.
„კოსტრომის ოლქში მდებარე საველე ბანაკში სამხედრო მოსამსახურემ ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რის შედეგად ერთი ოფიცერი და ორი ჯარისკაცი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები