რას აცხადებს ბათუმის მერი „ალი და ნინოს“ სკულპტურის თაობაზე?

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი “ალი და ნინოს“ სკულპტურის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით “კვირასთან“ კომენტარს აკეთებს. როგორც ერმაკოვი აცხადებს, იმის გამო, რომ სკულპტურას ზღვამ საძირკველი დაუზიანა, მისი სხვა ადგილას გადატანა გადაწყდა. ერმაკოვის თქმით, არსებობს ექსპერტების შესაბამისი დასკვნა და მონუმენტის დემონატაჟი სწორედ ამ დასკვნის გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო.
“ალი და ნინოს“ მონუმენტი ხელშეკრულებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის არის გადაცემული და მას ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მართავს. ძეგლი რომ უნდა გადაეტანათ, ეს ნამდვილად ვიცოდი, ნაპირდაცვითი სპეციალისტების და შესაბამისი ექსპერტების დასკვნა არსებობს. მათი დასკვნით, კვარცხლბეკს, რაზეც ეს სკულპტურა იდგა საფრთხე ემუქრებოდა და შესაძლოა სკულპტურა ზღვაში აღმოჩენილიყო. სპეციალისტები თავის დროზეც წინააღმდეგნი იყვნენ აღნიშნული მონუმენტის იმ ადგილზე აღმართვის, თუმცა ეს მაინც მოხდა“, – განუცხადა “კვირას“ გიორგი ერმაკოვმა.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა მონუმენტის გადატანის გადაწყვეტილება სკულპტურის ავტორთან თამარ კვესიტაძესთან შეთანხმებული, ერმაკოვი აცხადებს, რომ ამის შესახებ ძეგლის ავტორი “თავისთავად ინფორმირებული იქნებოდა“.
ბათუმში, “ალი და ნინოს” სკულპტურა გადატანის დროს დაზიანდა. შეგახსენებთ, რომ “ალი და ნინოს” სკულპტურა თამარ კვესიტაძის ნამუშევარია. ძეგლი ბათუმის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს, 2010 წლის ზაფხულში დადგეს.

11937997_1001215369900956_1165811858_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები