„ალი და ნინოს“ სკულპტურას 5 სექტემბრამდე აღადგენენ

დემონტაჟის დროს დაზიანებული „ალი და ნინოს“ სკულპტურა 5 სექტემბრისთვის აღდგება. როგორც „კვირას“ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ზირაქაშვილმა განუცხადა, ნინოს ქანდაკებას მსუბუქი დაზიანება აქვს და კომპანია „არნაბი 21“-მა ქანდაკების შეკეთების თაობაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უკვე აიღო.
„დაზიანება არის ძალიან მცირე,ზედაპირულად ორი სამი ფრთა არის დაზიანებული. ქანდაკების აღდგენის ხარჯებს ის კომპანია გაიღებს, რომელიც დემონტაჟს ახორციელებდა. მათ ვადა 5 სექტემბრამდე აქვთ. კომპანიის ხელმძღვანელობამ მოგვცა პირობა, რომ 5 სექტემბრისთვის ნინოს ქანდაკება შეკეთდება და ახალ ადგილზე დამონტაჟდება“, – განაცხადა ზირაქიშვილმა.
მისივე თქმით, „ალი და ნინოს“ სკულპტურა პირვანდელი ადგილიდან, მხოლოდ 50-60 მეტრის დაშორებით დაიდგმება. როგორც ზირაქიშვილი ამბობს, ადმინისტრაციამ ექსპერტებს სკულპტურის გამაგრებასთან დაკავშირებით მიმართა, თუმცა მათ მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია, რომ სკულპტურის გამაგრება შეუძლებელი იყო, ამიტომ მისი გადაადგილების რეკომენდაცია გასცეს. მისივე თქმით, „ალი და ნინოს“ საფრთხე ემუქრებოდა, რადგან ზღვამ მას ძირი გამოუთხარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები