საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოდის

2015 წლის 4 სექტემბრიდან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ახალი თურქული ავიაკომპანია „BORAJET Airlines“ იწყებს, რომელიც ავიარეისებს კვირაში 3 სიხშირით სტამბული-ბათუმი-სტამბულის მიმართულებით შეასრულებს.
ფრენები „Embraer E190“ ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მიერ შესაბამისი ნებართვა ავიარეისების განხორციელებაზე უკვე გაცემულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები