ირაკლი ღარიბაშვილი და იენს სტოლტენბერგი კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატოს სასწავლო ცენტრს გახსნიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვალ, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა 11:30 საათზე გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
მთავრობის მეთაური ნატოს გენერალურ მდივანს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს.
ამავე დღეს, 14:00 საათზე, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატოს სასწავლო ცენტრს გახსნიან.
იენს სტოლტენბერგი საქართველოში დღეს ჩამოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები