ბაშარ ასადი სირიაში არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვებას არ აპირებს

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი აცხადებს, რომ ის არ გეგმავს ქვეყანაში საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ არჩევნების ჩატარებას.
„რომელ საერთაშორისო ორგანოს აქვს ჩვენთვის „კარგი საქციელის შესახებ“ სერტიფიკატის მოცემის უფლება?“ – განუცხადა ასადმა სააგენტო „სანას“.
ასადმა სევე კომენტარი გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირებაზე და აღნიშნა, რომ ვერც ერთი ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია მას კრიზისის დარეგულირების რეცეპტს ვერ მისცემს.
„ერთადერთი გამოსავალია, ჩვენს მიერ დიალოგის წარმოება. ამის გარეშე მშვიდობის დამყარება შეუძლებელი იქნება. რაც შეეხება აშშ-ს და სხვა ქვეყნების ლიდერთა განცხადებებს, ის სირიის მოსახლეობის ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებს“, – განაცხადა ასადმა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში მეოთხე წელია სამოქალაქო ომი გრძელდება. გასულ წელს მასში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ჩაერთო, რომელმაც ქვეყნის რამდენიმე რაიონი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები