“ალი და ნინოს” სკულპტურა დემონტაჟის დროს დაზიანდა

ბათუმში, „ალი და ნინოს“ მოძრავი სკულპტურა დემონტაჟის დროს დაზიანდა – ამის შესახებ „კვირას“ პარლამენტის წევრმა, ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ამ წუთებში ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, დამსხვრეულია ნინოს სკულპტურა.
როგორც „კვირას“ დუმბაძემ განუცხადა, უკვე რამდენიმე წელია ძლიერი წვიმების შედეგად „ალი და ნინოს“ სკულპტურა ყოველწლიურად ზიანდება, რის გამოც მისი გადატანა გახდა საჭირო.
„აღნიშნული ძეგლის დემონტაჟზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს. „ალი და ნინო“ ისეთ ადგილზეა დამონტაჟებული, რომ ძლიერი წვიმის და ქარის დროს ზღვის ტალღები აზიანებს. უკვე მწყობრიდან არის გამოსული. გუშინდელმა წვიმამ კიდევ უფრო საფრთხე შეუქმნა სკულპტურას, ამიტომ ამ წუთებში დემონტაჟი მიმდინარეობს. ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია, სად დაამონტაჟებენ ძეგლს“, – აღნიშნა მურმან დუმბაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ალი და ნინოს” სკულპტურა თამარ კვესიტაძის ნამუშევარია. ძეგლი ბათუმის სანაპიროზე , ზღვასთან ახლოს, 2010 წლის ზაფხულში დადგეს.

11937997_1001215369900956_1165811858_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები