აჭარისა და სამეგრელოს 4 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება

გუშინ მოსული უხვი ნალექის გამო აჭარისა და სამეგრელოს 4 ათასამდე აბონენტი ელქეტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. როგორც „კვირას“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს, დილის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული ჰქონდა 30 000-ზე მეტ აბონენტს, რაც იყო პიკური მაჩვენებელი. კომპანიის ცნობითვე, წყალდიდობის გამო შეზღუდვა მეტწილად შეეხო სამეგრელოს რეგიონს, აგრეთვე გურიასა და აჭარას.
გარდა ამისა, გუშინ მეხის დაცემის შედეგად დაზიანდა 35 კვ მაღალი ძაბის გადამცემი ხაზი ვარციხე, რამაც გამოიწვია 12 000-მდე აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ვანში. ამ ეტაპზე, ვანსა და გურიის რეგიონს ელექტროენერგია მთლიანად მიეწოდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში, რათა დროულად მოახდინონ უამინდობით გამოწვეული ზიანის ლოკალიზება და აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროული აღდგენა.
აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობენ და ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება ყველა დარჩენილ აბონენტს.
წყალდიდობის გამო ასევე არ მიეწოდება სასმელი წყალი ბათუმის მოსახლეობის ნაწილს. აღნიშნული პრობლემა ქალაქის ძველი ქსელის აბონენტებს შეექმნათ. ამის შესახებ ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკაძემ განაცხადა. მისი თქმით, თითოეული პრობლემის იდენტიფიცირება ხდება.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს , იგი მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები