2015 წლის შემოდგომაზე სულ 3 348 წვევამდელის გაწვევა მოხდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი, რომელიც ამავდროულად ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა, თბილისის რაიონული გამწვევი განყოფილებების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იქნა 2015 წლის საშემოდგომო გაწვევის მოსამზადებელი პერიოდისა და პირველი ეტაპის ჩარიცხვის საკითხები.
2015 წლის საშემოდგომო გაწვევა, მთავრობის 30 ივლისის დადგენილების შესაბამისად, 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს.
საშემოდგომო გაწვევის პერიოდში სულ 3 348 წვევამდელის გაწვევა მოხდება.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება. მოქალაქე, რომელიც მიიღებს შეტყობინებას გამწვევ კომისიაზე გამოცხადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ, ვალდებულია, შესაბამის სამსახურში მითეთებულ ვადაში გამოცხადდეს.
3 348 გასაწვევი მოქალაქიდან საქართველოს შინაგან სქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევთა რაოდენობა – 1350 წვევამდელით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა – 998 წვევამდელით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გასაწვევი მოქალაქეების რაოდენობა 1050 წვევამდელით განისაზღვრა.
ქვეყნის მასშტაბით ყველა თვითმმართველ ერთეულში შექმნილია და ფუნქციონირებს გამწვევი კომისიები. ამჟამად წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში დაწყებულია წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებები, რომელიც შეფერხებებისა და ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.