მიხეილ სააკაშვილი კიევის სასამართლოში არ გამოცხადდა
კიევის პოდოლსკის რაიონის სასამართლოს სხდომა, რომელსაც დღეს იგორ კოლომოისკის მიერ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი უნდა განეხილა, გადაიდო. არც სააკაშვილი, არც მისი წარმომადგენლები სასამართლოში არ გამოცხადდნენ. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმ ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში მას შემდეგ შეიტანა, რაც სააკაშვილმა ის ოდესის პორტში კონტრაბანდისტებთან კავშირში დაადანაშაულა. გარდა ამისა, სააკაშვილმა კოლომოისკის ქართველი მაღალჩინოსნების მოქრთამვის მცდელობაშიც დასდო ბრალი. იგორ კოლომოისკი ამ ბრალდებებს უარყოფს.
„მე უკრაინელ ჩინოვნიკებს ქრთამს ვაძლევდი. აი წარმოიდგინეთ ერთი წამით, რომ მე რაღაცა საგადასახადო პრობლემები მაქვს და ამის გამო მივდივარ პრემიერ-მინისტრთან და გენერალურ პროკურორთან და მათ ქრთამს ვთავაზობ. ეს ხომ ნამდვილი კომედიაა. მე მგონი, ამ დროს მილიცია კი არა, ექიმი-ფსიქიატრი უნდა გამოეძახათ“, – განაცხადა კოლომოისკიმ.