ავღანეთში ნატოს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ავღანეთში, ჰელმენდის პროვინციაში ნატოს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ორმა შეიარაღებულმა პირმა, რომლებსაც ავღანეთის ჯარის ფორმა ეცვათ, ნატოს სამხედროების კუთვნილ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, საპასუხო ცეცხლით თავდამსხმელები მოკლეს. მათი ვინაობის და ეროვნების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მსგავსი თავდასხმები ნატოს ჯარისთვის და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის სერიოზულ პრობლემად რჩება. თალიბები აქტიურად ეწევიან ავღანეთის სამთავრობო ძალების წარმომადგენელთა გადაბირებას. ამ ტაქტიკას ისინი ბოლო დროს სულ უფრო ხშირად იყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები