აჰმედ დავუთოღლუ თურქეთის დროებით მინისტრთა კაბინეტს შექმნის
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავუთოღლუს დროებითი მინისტრთა კაბინეტის ფორმირების დავალება მისცა. ეს კაბინეტი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე იმუშავებს, რომელიც პირველი ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.
დავუთოღლუმ ივნისში კოალიციური მთავრობა ვერ შექმნა. მაშინ მისმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, ვინაიდან ქურთთა სახალხო დემოკრატიულმა ოპარტიამ არჩევნებში წარმატებას მიაღწია. პარლამენტში მეორე ადგილზე გასული რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა თურქეთის პრეზიდენტს ასევე სთხოვა, მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისთვის მისთვის მანდატი მიენიჭებინა, მაგრამ პრეზიდენტმა ერდოღანმა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა გადაწყვიტა.