რა ვითარებაა აჭარაში – ბათუმის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ბათუმში 4-ბალიანი შტორმისა და უხვი ნალექის შედეგად დატბორილი უბნების შესახებ, ქალაქის მერიაში საგანგებო შტაბი მუშაობს.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, არხებიდან წყლის გადინების პრობლემა არ დგას, მაგრამ არხები ვერ ღებულობს უხვი რაოდენობით ნალექს.
“რთული მდგომარეობა შეიქმნა. დღის ბოლოს უხვი ნალექი მოვიდა. მიუხედავად 4 ბალიანი შტორმისა ხახულის, მეჯინის, ჟილინის და არდაგანის არხები მოქმედია. არხებიდან წყლის გადინების პრობლემა არ დგას, მაგრამ არხები ვერ ღებულობს უხვი რაოდენობით ნალექს. ძირითადი პრობლემა არის ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ჭაობის დასახლების მიმართულებით, მაიაკოვსკის ქუჩის ბოლოს. სისტემატურად ვღებულობთ ადმინისტრაციული ერთეულებიდან უბნებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველოს და საგანგებო სამსახურები საპატრულო პოლიციასთან ერთად მუშაობს. სამწუხაროდ, ელექტროენერგიის გათიშვაც ფიქსირდება ქალაქში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური და მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობს შეუფერხებლად. დავიწყებთ ამოტუმბვით სამუშაოებს. ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკა, რაც გაგვაჩნია, ამ ეტაპზე საკმარისია. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ეკიპაჟებიც ჩამოვლენ სხვა რეგიონებიდან”, – აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს საღამოს ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის უბნები დატბორა.
ძლიერი წვიმის გამო შესაბამისი უწყებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები