სასწრაფოდ: საფრანგეთში სროლის შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვი მოკლეს – არიან დაშავებულებიც
-
სამი ადამიანი გარდაიცვალა და ოთხი დაიჭრა სროლის შედეგად, რომელიც ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხდა. დაღუპულთა შორის ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვია. კიდევ ერთ მცირეწლოვანს ცეცხლსასროლი ჭრილობები აღენიშნება.
ფრანგული მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის არიან ჟანდარმებიც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ცნობილია, რომ ადამიანი, რომელმაც რამდენიმე გასროლა განახორციელა, საპასუხო სროლის შედეგად ასევე დაჭრილია. დანაშაულის მოტივი და დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ადგილობრივი სამართალდამცველები მუშაობენ. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე მთავარი პროკურორი და პერფექტიც მივიდნენ.