მეცნიერები მალე ვირუსული გრიპის წინააღმდეგ ახალ ვაქცინას შექმნიან
მეცნიერების ორმა ჯგუფმა მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც გრიპის წინააღმდეგ ახალი ვაქცინის შექმნა დააანონსეს, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დასკვნაში.
გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინას მეცნიერები ყოველწლიურად ამზადებენ. ამისთვის ხდება ვირუსების შესწავლა და ამის საფუძველზე მომავალი ვირუსების გაჩენის პროგნოზირება. თუმცა ესეც გარკვეულწილად პრობლემატურია, ვინაიდან ვირუსი მუდმივ მუტაციას განიცდის და ამის გამო ვაქცინა ასპროცენტიანად სანდო ვერ იქნება. ის მხოლოდ იმ ვირუსის წინააღმდეგ არის ეფექტური, რომლის ვაქცინაც უკვე არსებული ვირუსისგან არის წარმოებული.
მეცნიერების კვლევის ძირითადი მიმართულება ვირუსის მუტაციის დაუშვებლობისკენ არის მიმართული, რაც ვაქცინის ეფექტურობას ან ამცირებს, ან ის ნულამდე დაჰყავს. ამისთვის მკვლევარებმა ყურადღება გაამახვილეს ჰემაგლიუტინინზე – ვირუსის ცილაზე, რომელიც მას უჯრედებთან მიერთების საშუალებას აძლევს. სწორედ ჰემაგლიუტინინის „თავი“ მისი მუტაციის საშუალებას ქმნის და ის ზოგ შემთხვევაში უნივერსალურიც ხდება. ამიტომ თუ ამ მოლეკულის „თავის“ მოკვეთა მოხდება, მისი დანარჩენი ნაწილიც ვერ განვითარდება და ანტისხეულები განადგურდება.
სტატიის ავტორებმა მოახდინეს მუტაციის კომბინირება, რომელიც ანტისხეულის „ღეროს“ ზედა ნაწილის სტრუქტურის დამაგრებას ახდენს. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ვაქცინის შესაქმნელად ფუნქციური სტრუქტურა ჩამოყალიბებულიყო.