ვლადიმერ პუტინი და სერგეი შოიგუ მოსკოვის სიახლოვეს მიმდინარე ავიაშოუს დაესწრნენ (ვიდეო)
მოსკოვთან ახლოს მდებარე აეროდრომ ჟუკოვსკიზე სტარტი აიღო ავიასალონ „მაქს-2015“-ის ყველაზე სანახაობრივმა ეტაპმა – საჩვენებელმა ფრენამ. ცაში სამხედრო ვერტმფრენები გამოჩნდა. მაყურებელთა შორის გამოჩნდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. პუტინმა კვლავ აღნიშნა, რომ რუსეთი სამხედრო ავიაციის წარმოების ლიდერად რჩება და, რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, აეროკოსმოსურ სფეროში თანამშრომლობისთვის მზად არის. რუსეთის ყველა უმსხვილესი საწარმო და ას ორმოცდაათზე მეტი კომპანია მსოფლიოს 30 ქვეყნიდან ამ სალონზე თავის სამხედრო პროდუქციას წარმოადგენენ. ამ ეტაპზე ჟუკოვსკიზე ექსპერტები და საერთაშირისო კომპანიების წარმომადგენლები მუშაობენ. ფართო საზოგადოებისთვის კი სალონი პარასკევს გაიხსნება. აქ წარმოდგენილი იქნება 119 საჰაერო ხომალდი, მათ შორის პერსპექტიული მრავალფუნქციური ავიაგამანადგურებელი „სუ-35“ და საბრძოლო ვერტმფრენები „კა-52“.