„ისლამურმა სახელმწიფომ“ პალმირაში 2000-წლიანი ძეგლის აფეთქების ფოტოები გამოაქვეყნა

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ ანადგურებენ ისინი 2000 წლის ისტორიულ ძეგლს სირიის ქალაქ პალმირაში.
ფოტოებზე ნაჩვენებია, თუ როგორ შეაქვთ „ბოევიკებს“ ასაფეთქებელი მოწყობილობები უძველეს ტაძარში, ასევე მათ ბომბები ტაძრის კედლებთან, მის გარეთ დაამონტაჟეს. შემდეგ ფოტოზე კი უკვე აფეთქების მომენტი ჩანს, რომელიც ისტორულ ნაგებობას ქვების გროვად გადააქცევს. პალმირას ძეგლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, ეს ორგანიზაცია ამ და სხვა ფაქტებს, რომლის დროსაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ კულტურის უნიკალური ძეგლები გაანადგურა, „სამხედრო დანაშაულს“ უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები