აღმოსავლეთ უკრაინაში გასულ დღე-ღამეში ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და ცხრა დაიჭრა. ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.
მთლიანად კონფლიქტის დაწყებიდან აღმოსავლეთ უკრაინაში 6 732 ადამიანი დაიღუპა და 17 ათასზე მეტი დაიჭრა. ასეთია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის მონაცემები. ამასთანავე უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულ სამხედრო და სამოქალაქო პირთა რაოდენობა 9 ათასს აღწევს.