თინა ხიდაშელი: იმედია, კონსტიტუციაზე ძალადობაც ისტორიის კუთვნილება გახდება

საქართველოს კონსტიტუციის დღეს, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო.

თინათინ ხიდაშელმა კონსტიტუციის დღის და ქვეყნის მთავარი კანონის მნიშვნელობაზე ისაუბრა და წლების განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ კონსტიტუციის ხელყოფის ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩემი კარიერა მთლიანად კონსტიტუციასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ეს დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს კონსტიტუცია ხშირად გამხდარა ხელყოფის, ძალადობის საგანი. კონსტიტუციაზე ძალადობით იყო დაკავებული ყველა ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ჰყავდა 2012 წლამდე. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრ სხვა ამბავთან ერთად, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს ისტორიას ჩავაბარეთ, ასევე ისტორიის კუთვნილება გახდება კონსტიტუციაზე ძალადობაც“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

პრეზიდენტის რეზიდენციაში კონსტიტუციის 20 წლისთავის აღსანიშნავად 900-მდე სტუმარი შეიკრიბა – მოქმედი და ყოფილი პარლამენტის წევრები, კონსტიტუციის ავტორები, მთავრობის, სასამართლოს, ასევე სხვა კონსტიტუციური ინსტიტუტების, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები