მთავრობის გადაწყვეტილებით, “ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას” გარემონტებული შენობა და ფართი გადაეცემა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე 14 ათას 536 კვ.მ ტერიტორია და შენობა „საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას” გადაეცემა. ის ახალგაზრდული ფესტივალის „თბილისი 2015″-ის ფარგლებში გარემონტდა, – საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, ქართველი ძიუდოისტები იმსახურებენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სავარჯიშო და საასპარეზო დარბაზს.

„ეს შენობა ჩვენ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში გავარემონტეთ, რაზეც 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. შენობა არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. მიმაჩნია, რომ ჩვენი ძიუდოისტები აქამდეც იმსახურებდნენ ასეთ დარბაზს,” – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა  ასტანაში მყოფ ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები