ბრიტანეთში ლეგენდარული პოლიტიკოსი ტონი ბენნი გარდაიცვალა

    ლონდონში 88 წლის ასაკში ბრიტანული პოლიტიკის ვეტერანი და ყოფილი პარლამენტის დეპუტატი ტონი ბენნი გარდაიცვალა. ამ დროს პოლიტიკოსი საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი დიდი ხნის ავადმყოფობა გახდა. ტონი ბენნი ყველაზე გავლენიანი ლეიბორისტი იყო. ბრიტანულ პოლიტიკაში ის პარლამენტის წევრად 50 წლის განმავლობაში რჩებოდა. 1960-1970 წლებში მას ლეიბორისტების მთავრობაში გავლენიანი პოზიციები ეკავა. კერძოდ, ის იყო ფოსტის, ასევე მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი. ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ აქტიურ კოალიცია “Stop the War”. ომს, რომელიც XXI საუკუნეში დაიწყო ერაყსა და ავღანეთში, მან “იმპერიალისტური” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები