სემეკ-მა ”თელასს” დენის შესყიდვის ფასად 11,173 თეთრი განუსაზღვრა

სემეკ-მა 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, კომპანია “თელასს” სავარაუდო შესყიდვის ფასი განუსაზღვრა – 11,173 თეთრი კვტ.სთ-ზე. ამ დრომდე შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასი არის 5,480 თეთრი კვტ.სთ-ზე.
სემეკში “თელასის” სამომხმარებლო ტარიფში შემავალი ორი კომპონენტის განხილვას ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ენერგოომბუდსმენი და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები, კერძოდ, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია და მემარცხენე ალიანსის წარმომადგენელი კახა ძაგანია ესწრებიან. განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ბაღათურიას თქმით, “თელასი” ითხოვს, რომ ტარიფი 6 თეთრით გააძვიროს. “რომ ვამბობდი, 6 თეთრით ითხოვენ გაზრდასო, ხომ ვყოფილვარ მართალი”, – აღნიშნა ბაღათურიამ.
გარდა ამისა, “ქართული დასის” ლიდერი დაინტერესდა იმით, თუ რა მოცულობის სოციალურ გაზს იღებს საქართველო აზერბაიჯანისგან იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის ენერგომატარებლებს ვატარებთ. მისი თქმით, ეს სოციალური გაზი უნდა აისახოს თბოელექტროსადგურების ტარიფებში, რაზეც სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განუცხადა, რომ თბოელექტროსადგურების ტარიფები კომისიამ რამდენიმე კვირის წინ უკვე დაადგინა და ბაღათურიას მოუწოდა, რომ თუ არ არის კმაყოფილი ამ ტარიფებით, ეს სასამართლოში გაასაჩივროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები