უკრაინამ შესაძლოა, დსთ დატოვოს

   დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას არ შესწევს უნარი თავის წევრებს შორის კონფლიქტის გადაწყვეტის ინსტრუმენტი იყოს, – ამის გამო უკრაინამ შესაძლოა, დსთ დატოვოს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, დსთ და მისი მონაწილეები უკრაინის მოთხოვნაზე არ რეაგირებენ, როდესაც უკრაინა ყირიმის პრობლემებთან დაკავშირებით, დსთ-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი ყირიმში სამხედრო ინტერვენციის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებას 17 მარტიდან ვარაუდობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები