ქარელის რაიონში ავარია მსხვერპლით დასრულდა

თბილისი – სენაკის ავტომაგისტრალზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გამოძიება დაიწყო.

მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები