ავღანეთში “აისაფის” ოპერაცია დასრულდა

ავღანეთში “აისაფის” ოპერაცია 13-წლიანი აქტიური ფაზის შემდეგ დასრულდა. ქაბულში ამერიკელმა სამხედროებმა ეს მოვლენა საგანგებო ღონისძიებით აღნიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ ნატო ოფიციალურად ოპერაციას ასრულებს, სამხედროები ავღანეთში ადგილობრივი ჯარების სწავლების მიზნით კიდევ 2 წლის განმავლობაში დარჩებიან. სამხედრო მისიაში მონაწილე ჯარისკაცებს გუშინ მადლობა გადაუხადა ბარაკ ობამამაც და ოპერაციის დასრულებას ისტორიული მოვლენა უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები