მესაზღვრეებმა სოფელ ხონისჭალაში დარჩენილი 11 ტურისტი უვნებლად გადმოიყვანეს

მესაზღვრეებმა წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, სოფელ ხონისჭალაში დარჩენილი 11 ტურისტი უვნებლად გადმოიყვანეს. სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ამინდის გაუარესების გამო ადიდებულმა მდინარე არღუნმა სოფელ ხონისჭალასთან მისასვლელი საავტომობილო ხიდი წაიღო, რის შედეგადაც გზა ჩაიკეტა.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეექვსე – ბარისახოს სამმართველოს, პირველი სასაზღვრო სექტორის (მუცო) და დროებითი სასაზღვრო პოსტ “ჰუროს” თანამშრომლებმა, წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მდინარის იქით, სოფელ ხონისჭალაში დარჩენილი 11 ტურისტი: საქართველოს 2, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 2 და რუსეთის 7 მოქალაქე უვნებლად გადმოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები