მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფლებში წყალმომარაგების პრობლემები გადაიჭრება

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფლებში წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრის მიზნით, სოფელ ოძისში სამუშო შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში შემავალ სამ სოფელში (ოძისი, ბაქაქურები და ქსოვრისი) სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისთვის, ამერიკულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ „ლდს ჩერიტის“-მა (LDS-Charities) 84,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოყო. პროექტის ფარგლებში, სოფელ ოძისში, ჩატარდება საინსტალაციო სამუშოები, კერძოდ, ჭაბურღილისა და 500 – ტონიანი წყლის რეზერვუარის მონტაჟი. სასმელი წყლის რაციონალურად მოხმარების მიზნით, მოხდება გამრიცხველიანება. მუნიციპალიტეტებს საჭირო რაოდენობის მრიცხველებს ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ლდს ჩერიტი“ უსასყიდლოდ გადასცემს.

გამოყოფილი გრანტით და დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების 15%-იანი თანადაფინანსებით, წყლამომარაგების სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება და, სავარაუდოდ, სამ თვეში დასრულდება. სამუშაო შეხვედრას სოფელ ოძისში, ადგილობივ მოსახლეობასთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულ-გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების” გენერალური დირექტორი გიორგი ატაშვილი, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ლდს ჩერიტის“ (LDS-Charities) წარმომადგენელი საქართველოში ალექსეი ლობანოვი და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები