კახა კალაძე: ჩვენ უნდა ავითვისოთ ქვეყანაში არსებული ჰიდროპოტენციალი

ენგურჰესის თაღოვან კაშხლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
აღნიშნულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სიტყვით წარდგა.
„2015 წელს ევროსაბჭოს და იუნესკოს გადაწყვეტილებით ევროპული კულტურის მემკვიდრეობის დღეების მთავარი თემა ინდუსტრიული მემკვიდრეობა იქნება და ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი პატივია, რომ ენგურჰესი მოხვდა ამ სიაში. ჩვენ ვიმყოფებით ქართული ინჟინეერის ეროვნული ჰიდრომშენებლობის უნიკალურ ძეგლთან – ენგურის კაშხალთან. ეს მდინარე თავისი უდიდესი პოტენციალით ჯერ კიდევ გასული საუკუნის გარიჟრაჟზე იპყრობდა ყურადღებას. დიდი ნიკო ნიკოლაძის, საზგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, პოლიტიკოსის ასრულებული ოცნებაა ის, რასაც დღეს ძეგლის სტატუსს ვანიჭებთ და ეს სიამაყით, სრულფასოვნების შეგრძნებით აღავსებს თითოეულ ჩვენგანს.
ჩვენ ენერგეტიკის განვითარება უნდა განვაგრძოთ ამ მიმართულებით, გონივრულად ავითვისოთ ქვეყანაში არსებული ჰიდროპოტენციალი. იმდენად გონივრულად, რომ თითოეული მსგავსი ობიექტი მომავალი თაობებისთის გახდეს ჩვენი დამსახურების და პროფესიონალიზმის მაჩვენებელი. იცვლება მთავრობები, თაობები, პოლიტიკური განწყობები ქვეყანაში, ეს პროცესი მუდმივ დინამიკაშია და ბედნიერია ის თაობა, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, შექმნის ასეთვე ღირებულს და დასაფასებელს, როგორც ენგუჰესია. ჩვენ უნდა შევიტანოთ წვლილი თანამედროვე საქართველოს ისტორიული დოვლათის შექმნაში”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
კალაძის განცხადებითვე, ენგურჰესი წლების განმავლობაში აფხაზებთან დამაკავშირებელი ერთადერთი ფაქიზი კომუნიკაციის საშუალება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები