ვაშინგტონმა კიევს სამხედრო დახმარებაზე უარი უთხრა
კიევმა ვაშინგტონს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების თხოვნით მიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას „The wall street journal” ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, საუბარია უკრაინისთვის იარაღებისა და საბრძოლო მასალის, ასევე კავშირგაბმულობის საშუალებების, საავიაციო საწვავისა და ღამის ხედვის მოწყობილობების მიწოდებაზე. უკრაინას სურდა, ასევე აშშ-ს მასთან სადაზვერვო ინფორმაციები გაეცვალა. “თუმცა ამერიკის ხელისუფლებამ დახმარების თხოვნას უარით უპასუხა”, – წერს გამოცემა. უკრაინის თხოვნის მიუხედავად, პენტაგონი მათ მხოლოდ სასურსათო დახმარებას დაჰპირდა, რომელიც ქვეყანას აშშ-დან უახლოეს დღეებში მიეწოდება.
“ამ დროისთვის ჩვენ არ განვიხილავთ სამხედრო დახმარების შესაძლებლობას, თუმცა მომავალში ეს არ გამოირიცხება. ჩვენ მათთვის კატეგორიული უარი არ გვითქვამს, ვუთხარით, რომ ამჟამად არა”, – წერს გამოცემა აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით.