სტიქიური მოვლენების გამო „თუშეთობა 2015“ 22 -23 აგვისტოს არ ჩატარდება

თუშეთთან დამაკავშირებელი ფშაველი-ომალოს გზის მონაკვეთზე განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო „თუშეთობა 2015“ 22 -23 აგვისტოს აღარ ჩატარდება, ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
აღნიშნული გზის 27-ე და 32-ე კილომეტრზე არსებული ღვარცოფის და 48-ე კილომეტრზე ჩამოწოლილი მეწყრის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამასთან, ადგილზე მობილიზებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფი, რომელიც გაწმენდითი სამუშოების დასრულებისთანავე ჩაერთვება პროცესში და შეისწავლის ვითარებას.
რაც შეეხება „თუშეთობა 2015“-ს, ზუსტი თარიღი ამინდზე დაკვირვების და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე დაზუსტდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები