თინა ხიდაშელი: საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე კიდევ ერთ ომს არ დაუშვებს

ნატოს მიერ გაფართოებაზე უარის თქმა რუსეთმა აღიქვა, როგორც მწვანე შუქი საქართველოში მოქმედებების დასაწყებად, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა “ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ნატომ 2008 წელს უარი თქვა გაფართოებაზე, სწორედ მაშინ დაიწყო ომი.
თინა ხიდაშელმა ასევე ისაუბრა რუსი სამხედროების ე.წ საზღვარზე გადაადგილების და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა საკუთარ ტერიტორიაზე კიდევ ერთ ომს არ დაუშვებს.
“შემდეგ, 2009 წელს მსოფლიომ თქვა, რომ კარგი, დავივიწყოთ ეს ყველაფერი და დავიწყოთ ახალი დისკუსიები, ახალი პარტნიორობა. გადაიხედა პოლიტიკა და მას მოჰყვა არაერთი სხვა ქმედება. რუსეთი კიდევ ერთხელ მიჩნეულ იქნა პარტნიორად. თუმცა, შემდეგ უკრაინის ამბები დაიწყო. ვფქირობ, თუ აგვისტოს ომის შემდეგ იყო ილუზია, რომ რუსეთი შესაძლოა, ყოფილიყო პარტნიორი, უკრაინის მოვლენების და ომის შემდეგ, აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ რუსეთისგან პარტნიორობა არ არის მოსალოდნელი”, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები