აჭარის პროკურატურის ორგანიზებით მოსწავლეებისთვის ექსკურსია მოეწყო
აჭარის ა/რ პროკურატურისა და ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, წმინდა მატათას მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მოსწავლეებისთვის ექსკურსია მოეწყო.
გიმნაზია-პანსიონის ოცდაათამდე მოსწავლემ ბათუმის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა.
ექსკურსიაზე მოსწავლეებს რაიონული პროკურორი ლაშა კლდიაშვილი დანაშაულის პრევენციის მიმართულებით სამართალდამცავი ორგანოების, მათ შორის პროკურატურის როლზე ესაუბრა. მოზარდებმა და პროკურორმა ასევე, საზოგადოების ცხოვრებაში პროკურატურის როლზე და სამართლის აღსრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პროკურორმა ლაშა კლდიაშვილმა მათთვის საინტერესო ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მოზარდების სამართლებრივი ცოდნის დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.