კაზინო “აჭარაში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

კაზინო “აჭარაში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მუშაობს. ფაქტი “კვირას“ საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.
შემოწმება დღეს, დილის 9 საათიდან დაიწყო და შესაბამისად, კაზინო დღეს დილიდან დახურულია.
რა გახდა შემოწმების მიზეზი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები