ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში სახლების სარდაფები დაიტბორა

თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. როგორც “კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, მაშველების გამოძახება, ძირითადად, გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებიდან დაფიქსირდა.
“მაშველების გამოძახება, ძირითადად, გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებიდან დაფიქსირდა. ძირითადად, დაიტბორა იტალიური ეზოების სარდაფები, სადაც ამოტუმბვითი სამუშაოები ჩატარდა“, – განუცხადეს “კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში. თბილისში წუხელ ძლიერი წვიმა დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები