მანგლისსა და წყნეთში სეტყვა მოვიდა – ფოტოკოლაჟი
ხანგრძლივი მზიანი ამინდები წვიმის ნალექმა შეცვალა. რამდენიმე წუთი გაგრძელდა სეტყვა წყნეთსა და მანგლისში.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით დღეს და ხვალ საღამოს არის მოსალოდნელი.
იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოშიც, შესაძლებელია მას თან ახლდეს სეტყვაც.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს და შავი ზღვის სანაპიროს, 20 აგვისტოს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, თუმცა ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება არ შეინიშნება.