რუსეთში რამდენიმე ვებგვერდი დაბლოკეს
რუსეთის ზედამხედველობის სამსახურმა გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, ნავალნის ბლოგი და ვებგვერდები: „ეხო მასკვი“, „გრანი.რუ“, „კასპაროვ.რუ“და „ეჟედნევნი ჟურნალი“ დაბლოკა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„აღნიშნული შეიცავს კანონსაწინააღმდეგო და მასობრივი არეულობისკენ მოწოდებას“,- ნათქვამია რუსეთის ზედამხედველობის სამსახურის განცხადებაში. მიღებულია გადაწყვეტილება ასევე „ცოცხალი ჟურნალის“ დაბლოკვის შესახებ.