გარემოს ეროვნული სააგენტო გეოლოგიური ფონდების ელექტრონულ ბაზას ქმნის
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიურ ფონდში გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან დაცულო 20 ათასამდე გეოლოგიური ანგარიში ინახება.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ანგარიშები მნიშვნელოვან გეოლოგიურ ინფორმაციას შეიცავს და დღემდე ქაღალდის ფორმატშია დაცული. სიძველის გამო უნიკალური ნიმუშების განადგურების საფრთხე არსებობს.
გეოლოგიური ფონდების დიგიტალიზაციის პროექტს, გარემოს ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, საქართველოს ეროვნული არქივი განახორციელებს.
ხელშეკრულებას ხელი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ და საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მოაწერეს.
არსებული გეოლოგიური ფონდების ელექტრონულ ვერსიაში გადაყვანით მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადაურჩება განადგურებას, მოხდება ციფრული მასლების კატალოგიზაცია, უფრო სრულყოფილი გახდება ქვეყნის მინერალური რესურსების ბაზა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ კუთხით საინვესტიციო გარემოს და ხელს შეუწყობს მინერალური რესურსების რაციონალურ მართვას.