საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება

საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რაც შეეხებათ კერძო სკოლებს, ისინი სწავლის დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ. ლია გიგაურის განმარტებით, 2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ ნაწილში შევიდა გარკვეული ცვლილებები. მათ შორის კერძო სკოლებისთვის სასწავლო კვირების მინიმალური რაოდენობა 34 კვირით განისაზღვრა. თუ კერძო სკოლები სწავლას გვიან დაიწყებენ, სასწავლო წლის დამთავრება მათ საკმაოდ გვიან მოუწევთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები