LifeNews – ზურაბ სოტკილავამ მძიმე სენი დაამარცხა

 

ცნობილმა საოპერო მომღერალმა ზურაბ სოტკილავამ მძიმე სენი დაამარცხა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია LifeNews-ს განუცხადა. რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალს სიმსივნე აღმოაჩნდა.

„თავს კარგად ვგრძნობ, გუშინ დავასრულე ქიმიოთერაპიის კურსი, შემდეგ გამოკვლევა ჩამიტარეს, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია და სისხლის ანალიზი – ყველაფერი კარგად არისო. მკურნალობის პერიოდში უამრავი წერილი მივიღე, ბევრი ადამიანი ჩემს გადასარჩენად ეკლესიებში ლოცულობდა, სანთლებს ანთებდა. მათ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. კიბო დავამარცხე, თუმცა, მოგეხსენებათ, ეს ძალიან მუხანათური სენია და მომავალში რა იქნება, რთული სათქმელია“, – აცხადებს სოტკილავა.

ზურაბ სოტკილავას ოპერაცია გერმანიაში გაუკეთეს და ამის შემდეგ მან მკურნალობა მოსკოვის ონკოლოგიურ ცენტრში გააგრძელა. ბოლო დროს ცნობილი მომღერალი რუსეთში ცხოვრობს.

სოტკილავა ძალზე ოპტიმისტურად არის განწყობილი და უახლოეს მომავალში კონცერტის ჩატარებასაც კი გეგმავს. ავადმყოფობის გამო ის სცენაზე 2014 წლის ოქტომბრიდან არ გამოჩენილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები