სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ხანძრების ხელოვნურად გაჩენის პრობლემასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის ინიციატივით, 2015 წლის 21 აგვისტოს 10:00 საათზე საქართველო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში (მის: გულუას 6) გაიმართება შეხვედრა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ხანძრების ხელოვნურად გაჩენის პრობლემასთან დაკავშირებით, მათ შორის ქარსაფარ ზოლებთან მიმართებაში.
შეხვედრაზე განხილული იქნება საკანონმდებლო მექანიზმების შემოღების აუცილებლობის საკითხი და ალტერნატიული მეთოდების დანერგვის შესაძლებლობები. შეხვედრას დაესწრებიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები