ხონში მამაკაცი მდინარეში მანქანას რეცხავდა – დაიწერა სამართალდარღვევის ოქმი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების თანამშრომლებმა წყლის რესურსების კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
ხონის მუნიციპალიტეტში მოქალაქე ავტოსატრანსპორტო საშუალებას მდინარეში რეცხავდა.
დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
“აღსანიშნავია, რომ ავტომობილის არხში, მდინარეებში და ტბებში რეცხვისას იმღვრევა წყალი, მასში ჩაედინება შეწონილი ნაწილაკები, რაც თავისთავად უარყოფით გავლენას ახდენს წყალში არსებულ ცოცხალ ორგანიზმებზე. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები ავტომობილს სარეცხი საშუალებებით რეცხავენ, ქიმიკატები კი პირდაპირ წყალში ხვდება. ამასთან, ავტომობილი მოძრაობისას მუდმივად ისვრება საწვავ-საპოხი (ნავთობპროდუქტები) ნივთიერებებით, რომლებიც ძალიან დიდ ზიანს აყენებენ წყალში მცხოვრებ თითოეულ ორგანიზმს”, – აცხადებენ ზედამხედველობის დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები