დავით ნარმანიამ არქეოლოგიური სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და დედაქალაქის არქეოლოგიური საბჭოს სხვა წევრებმა წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ტაძრის მიმდებარედ არქეოლოგიური სამუშაოები დაათვალიერეს.
ისტორიული ადგილის კვლევა არქეოლოგებმა 1998 წელს დაიწყეს. თუმცა, უსახსრობის გამო სამუშაოები რამდენჯერმე შეჩერდა. თბილისის მერიის მხარდაჭერით კვლევა რამდენიმე დღის წინ განახლდა. არქეოლოგიური კვლევის შედეგად ტერიტორიაზე აღმოჩენილია ანტიკური ხანის უნიკალური აბანო, რომელიც ბუნებრივი თბილი წყლით მარაგდებოდა.
“არქეოლოგიური გათხრების შედეგად საკმაოდ საინტერესო ფრაგმენტებია აღმოჩენილი. ვვარაუდობთ, რომ სამუშაოების ერთი ნაწილი თბილისობამდე დასრულდეს, რომ უამრავმა ტურისტმა, რომელიც ამ ღონისძიებისთვის ჩამოდის დედაქალაქში, შეძლოს დათვალიერება“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
წმ. ორმოც სებასტიელ მოწამეთა ტაძრის მიმდებარედ კვლევა არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსის შედეგად განახლდა. არქეოლოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც 14 წევრისგან შედგება და თავმჯდომარე თბილისის მერია, კვლევაში სტუდენტები ჩაერთნენ. სამუშაოებში 20 -მდე ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას. არქეოლოგიური საბჭოს წევრები სამუშაოებს სისტემატურად მოინახულებენ და მიმდინარე სამუშაოებს დააკვირდებიან.
თბილისის მერია კიდევ 3 არქეოლოგიურ პროექტს აფინანსებს. სამუშაოები უკვე დაწყებულია „საჯოგის ნასახლარის“ ტერიტორიაზე. წლის ბოლომდე კვლევა დაიწყება „შახტახტისა“ და „თრელიგორების ნასახლარის“ ტერიტორიაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები