დავით ნარმანია საკრებულოში მომხდარ ინციდენტს საცირკო წარმოდგენას უწოდებს

თბილისის მერს დავით ნარმანიას მიაჩნია, რომ “მირზა შაფის” პროექტი ძველ თბილისს უფრო საინტერესოს გახდის და გუშინდელი ხმაური თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც “მირზა შაფის” პროექტი, საბოლოოდ, მაინც დაამტკიცეს, წარმოუდგენელ საცირკო სანახაობას ჰგავდა.
„მირზა შაფის“ პროექტი საღად მოაზროვნე წრეების ჩართულობით, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით ამოვწიეთ, გამოვაცხადეთ საჯარო კონკურსი, ძალიან ბევრი განხილვა შედგა ამ პროექტთან დაკავშირებით და საუკეთესოთა შორის საუკეთესო პროექტი შეირჩა. ჩემთვის სრულიად გაუგებარია საცირკო წარმოდგენის მსგავსი რამ, რაც გუშინ საკრებულოში, გარედან მოსული ადამიანების მხრიდან გაიმართა. პროცესი მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდა, შედგა ძალიან ბევრი საჯარო განხილვა, სპეციალისტები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი პროექტში. მე ვფიქრობ, რომ, ერთი მხრივ, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი რამ არის და, მეორე მხრივ – ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, რომ სულ რაღაც 2-3 წლის შემდეგ, როდესაც დასრულდება ამ პროექტის განხორციელება, მნიშვნელოვან პროექტს მივიღებთ, რაც ვიზუალურადაც საინტერესო იქნება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები