ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა სექტემბრის ბოლომდე გაიხსნება

დედაქალაის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა სექტემბრის ბოლომდე გაიხსნება.
როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გზის გახსნისთვის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
“თამარაშვილი – გმირთა მოედნის გზის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, სადაც ორი კომპანია მუშაობს. ერთი კომპანია უშუალოდ სახიდე გადასასვლელს აკეთებს, სადაც ყველაზე მძიმე დაზიანება მიიღო გზამ, ხოლო მეორე კომპანია მუშაობს გზების გამორეცხილი ნაწილის და საყრდენი კედლების აღდგენის სამუშაოებზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გზის ერთი ნაწილი 15 სექტემბრისთვის გაიხსნება და მთლიანად გზა არაუგვიანეს სექტემბრის ბოლომდე უნდა გაიხსნას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები