სოფელ ოკამთან გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
კასპის რაიონის სოფელ ოკამთან გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მეხანძრეები ცეცხლის საბოლოოდ ლიკვიდაციისთვის მუშაობას აგრძელებენ.
კასპის რაიონის სოფელ ოკამთან სახნავ-სათეს ფართობზე თივას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაახლოებით 40 ჰექტარი ფართობი სახნავ-სათესი განადგურდა.
ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლის გუბერნატორი და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები.
“ჯერჯერობით დაუდგენელია, რამ გამოიწვია ხანძარი. ცეცხლის კერები დაახლოებით 40 ჰექტარზეა გაშლილი. შიდა ქართლის სახანძრო სამსახურების გარდა ხანძრის ლოკალიზებას მცხეთა-მთიანეთიდან და თბილისიდან ჩამოსული მეხანძრეები ცდილობენ. საბედნიეროდ, ხორბლისა და ქერის მოსავალი უკვე აღებული იყო, შესაბამისად, ამ მხრივ ზარალი არ არის, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა.