გიგლა აგულაშვილი უწყებათშორისი კომისიის სხდომას დაესწრო

13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე ესწრებოდნენ.
კომისიის წევრებმა გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შესახებ მომზადებული ანგარიში მოისმინეს, განიხილეს წყნეთი- ბეთანიისა და წყნეთი- ახალდაბის საავტომობილო გზებზე არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები დასახეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები